დადგენილება №47/2011
25 მაისი, 2011



,,საბაკალავრო, სამაგისტრო და დიპლომირებული მედიკოსის/ სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავების ინსტრუქცია და დამტკიცების პროცედურა‘‘

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21–ე მუხლის „ბ“ და „ს“ ქვეპუნქტების, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე–9 მუხლის, ,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის" 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 57-ე მუხლის საფუძველზე,

აკადემიური საბჭო ადგენს:


1. დამტკიცდეს თანდართული ,,საბაკალავრო, სამაგისტრო და დიპლომირებული მედიკოსის/ სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავების ინსტრუქცია და დამტკიცების პროცედურა“ (დანართი 1).

2. დამტკიცდეს თანდართული „სასწავლო კურსის სილაბუსი“ ( დანართი 2) .

3. დამტკიცდეს თანდართული ,,თანხმობის წერილი ერთობლივი პროგრამის განხორციელების შესახებ“ (დანართი 3).

4. ძალადაკარგულად გამოცხადდეს აკადემიური საბჭოს შემდეგი დადგენილებები:
ა) "საბაკალავრო პროგრამების წარმოდგენისა და დამტკიცების პროცედურის შესახებ" 2007 წლის 23 იანვრის №11 დადგენილება;
ბ) "სამაგისტრო პროგრამის წარმოდგენისა და დამტკიცების შესახებ" 2007 წლის 18 ივნისის №28 დადგენილება;
გ) "საბაკალავრო და დიპლომირებული მედიკოსის საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავების ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ" 2009 წლის 16 ივლისის №252 დადგენილება;
დ) "სამაგისტრო პროგრამის შემუშავების ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ" 2009 წლის 16 ივლისის №253 დადგენილება;
ე) "სილაბუსის ახალი ფორმის დამტკიცების შესახებ" 2009 წლის 16 ივლისის №255 დადგენილება.

5. დადგენილების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს თსუ–ის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს.

6. დადგენილების თსუ–ის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების ცენტრს.


7. დადგენილება ძალაში შევიდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯაროდ გამოქვეყნებისთანავე.



ალექსანდრე კვიტაშვილი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,

რექტორი