ლისის საერთო საცხოვრებელი



ევროპული სტანდარტების 320-ადგილიანი სტუდენტური საერთო საცხოვრებელი კომპლექსი სამი ოთხსართულიანი საცხოვრებელი კორპუსისგან შედგება. გათვალისწინებულია საზოგადოებრივი/ადმინისტრაციული დანიშნულების შენობა, ღია ტიპის სპორტული მოედანი, გარე ტრენაჟორები, კაფეტერია, საკონფერენციო ოთახი, სამედიცინო პუნქტი, ბიბლიოთეკა, კომპიუტერული რესურსცენტრი, სამრეცხაო და სხვა დამხმარე სახის ინფრასტრუქტურა, რომელიც სტუდენტებს მაქსიმალურად კომფორტულ გარემოს უქმნის.

საცხოვრებელ კორპუსში სასტუმროს ტიპის ბინებია. მათ შორის, ორი ოთახი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვისაა განკუთვნილი. საცხოვრებლის ინფრასტრუქტურა სრულად ადაპტირებულია შშმ პირთათვის.

საკონტაქტო ინფორმაცია:
ელ.ფოსტა: zaza.tsakadze@tsu.ge
ტელ: 2 25 75 50


მისამართი: ქალაქი თბილისი, ფერდობი ნუცუბიძე, IV მ/რაიონი, ლისის ტბის მიმდებარედ.