ბეჭდვა |/ დახურვა
 
2017-06-19

უშანგი სამადაშვილის წიგნის: „დივერსიფიკაცია - საქართველოს ეკონომიკური ზრდის კატალიზატორი“ პრეზენტაცია

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორის უშანგი სამადაშვილის წიგნის: „ დივერსიფიკაცია - საქართველოს ეკონომიკური ზრდის კატალიზატორი “ პრეზენტაცია გაიმართება 30 ივნისს, 12:00 საათზე, თსუ მაღლივი კორპუსის 206-ე აუდიტორიაში.

დასწრება თავისუფალია!

 

ნაშრომში საქართველოს ეკონომიკაში არსებული არასახარბიელო მდგომარეობის ანალიზისა და შეფასების საფუძველზე დასაბუთებულია ეკონომიკური ზრდის დაჩქარების ობიექტური აუცილებლობა და განსზაღვრულია ძირითადი პრიორიტეტები .

შემუშავებულია წინადადებები და რეკომენდაციები საქართველოს სავაჭრო პარტნიორების , პროდუქციისა და უცხოური ინვესტიციების დივერსიფიკაციის შესახებ , რომელთა რეალიზაცია , ავტორის აზრით , ხელს შეუწყობს ეკონომიკური ზრდის დაჩქარებას , ნაზრდი შემოსავლის მიზნობრივ , სამართლიან განაწილებას , მოსახლეობის საყოველთაო , დიფერენციულ კეთილდღეობას და საქართველოს თითოეულ მოქალაქეში კანონზომიერი სიამაყისა და ქვეყნისადმი პატრიოტიზმის გრძნობის ჩამოყალიბებას . გამოკვლევის ძირითადი ფასეულობაა ახალი იდეები , მათი თეორიულ - პრაქტიკული ხასიათი და საქართველოს პირობებთან და თავისებურებთან ადაპტირება .

ნაშრომი განკუთვნილია უმაღლესი სასწავლებლების ეკონომიკისა და ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულების ბაკალავრების , მაგისტრანტების , დოქტორანტების , პროფესორ - მასწავლებლების , დამწყები და მოქმედი მეწარმეებისა და მენეჯერებისათვის , ასევე , დაინტერესებულ მკითხველთა ფართო წრისათვის .

 

რედაქტორი :

ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი , თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი . ბერიძე .


რეცენზენტები :

1. ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი , თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი . შენგელია

2. ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი , საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი . ვეშაპიძე


ნაშრომი შესრულებულია თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის საერთაშორისო ბიზნესის კათედრაზე .

 

უშანგი სამადაშვილი . დივერსიფიკაცია - საქართველოს ეკონომიკური ზრდის კატალიზატორი . გამომცემლობა " უნივერსალი ", თბ ., 2016 . -180 გვ .

 

 

 

Print

« იხ. ყველა სიახლე