კრიმინოლოგიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი



კრიმინოლოგიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი არის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სამეცნიერო-კვლევითი სტრუქტურული ერთეული, რომელიც თავის საქმიანობას წარმართავს თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის საქმიანობის დროებითი წესის მიხედვით.

კრიმინოლოგიის სამეცნიერო კვლევითი  ინსტიტუტი დაარსდა 2010 წელს.

კრიმინოლოგიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი საქმიანობას ახორციელებს შემდეგი მიმართულებებით:

ა) სისხლის სამართლის პოლიტიკის კრიმინოლოგიური კვლევა;
ბ) პენიტენციური სისტემის კვლევა;
გ) არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კვლევა;
დ) არასრულწლოვანთა დანაშაულობის კვლევა;
ე) სასჯელის დანიშვნისა და მისი შედეგების კვლევა;
ვ) დაზარალებულის შესახებ კვლევა;
ზ) დანაშაულის პრევენციის კვლევა;
თ) კრიმინალური სუბკულტურის კვლევა.

გარდა კვლევითი საქმიანობისა კრიმინოლოგიის სამეცნიერო კვლევითი  ინსტიტუტი სისტემატურად აწყობს საერთაშორისო და ეროვნული დონის სამეცნიერო კონფერენციებს, ხელს უწყობს სტუდენტი-ახალგაზრდობის კრიმინოლოგიით დაინტერესებას.

კრიმინოლოგიის სამეცნიერო კვლევითი  ინსტიტუტს პირველი ხელმძღვანელი (2010-2015) იყო  პროფესორ-ემერიტუსი მზია ლეკვეიშვილი.

კრიმინოლოგიის სამეცნიერო კვლევითი  ინსტიტუტის წევრები არიან:


1. მორის შალიკაშვილი (თსუ, ასოცირებული პროფესორი, ინსტიტუტის ხელმძღვანელი),
2. ნინო გოგნიაშვილი (თსუ, ასისტენტ-პროფესორი),
3. ზურაბ გოგშელიძე (ინსტიტუტის მდივანი),
4. მაია ივანიძე (თსუ, პროფესორი),
5. ნონა თოდუა (თსუ, პროფესორი),
6. ქეთევან მჭედლიშვილი-ჰედრიხი (საქართველოს უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ბერლინ-ბრანდენურგის სოციალურ მეცნიერებათა კვლევის ცენტრის მეცნიერ-მუშაკი),
7. ნინო გვენეტაძე (ქართულ ამერიკული სამართლის სკოლა, პროფესორი)
8. გოჩა მამულაშვილი (საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ასოცირებული პროფესორი),
9. გიორგი თოდრია (სსიპ - თინათინ წერეთლის სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტი),
10. გიორგი ღლონტი (გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი, პროფესორი),
11. ირაკლი დვალიძე (თსუ, ასოცირებული პროფესორი),
12. ირინე ხერხეულიძე (თსუ, ასისტენტ-პროფესორი),
13. გიორგი გორაშვილი (თსუ, ასისტენტ-პროფესორი),
14. მარი მესხი (თსუ, იურიდიული ფაკულტეტის საერთაშორისო სამართლის  დოქტორანტი),
15. თემურ ცქიტიშვილი (თსუ, ასისტენტ-პროფესორი),
16. ედიშერ ფუტკარაძე (აფხაზეთის უნივერსიტეტი, ასოცირებული პროფესორი),
17. ალექსანდრე გიორგიძე (შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი, პროფესორი),
18. მიხეილ გაბუნია (საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ასოცირებული პროფესორი).


საკონტაქტო პირი:

მორის შალიკაშვილი, (ინსტიტუტის ხელმძღვანელი) 599 389 177, moris_shalikashvili@yahoo.de; moris.shalikashvili@tsu.ge




ინსტიტუტის რეკვიზიტები:

თსუ იურიდიული ფაკულტეტი, ი. ჭავჭავაძის გამზირი #3, თსუ, მეორე კორპუსი,  პირველი სართული, 132-ე ოთახი.


2014 წლის 30 ოქტომბრის ფაკულტეტის საბჭოს N.:12 ოქმის საფუძველზე „კრიმინალისტიკისა და კრიმინოლოგიის სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტს“ შეეცვალა სახელწოდება და ეწოდა „კრიმინოლოგიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი“.