კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ წევრი ქვეყნების მოქალაქე სტუდენტებს. ესეები უნდა დაიწეროს ინგლისურ ენაზე, ხოლო მათი გაგზავნის ბოლო ვადა 2019 წლის 5 აპრილია (ქართველმა სტუდენტებმა ესეები უნდა გაუგზავნონ ლიეტუვის საელჩოს საქართველოში).
კონკურსში გამოვლინდება 6 გამარჯვებული (ერთი თითოეული წევრი სახელმწიფოდან), რომლებიც „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ 10 წლის იუბილესთან დაკავშირებით გამართულ მაღალი დონის ღონისძიებებს დაესწრებიან და უშუალოდ გაეცნობიან მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს.