გაცნობებთ, რომ ცხადდება საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის საგანმანათლებლო საბჭოს თავმჯდომარის, ადვოკატ,
სამართლის დოქტორ ირაკლი ყანდაშვილის სახელობითი სასტიპენდიო კონკურსი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ბაკალავრიატის საგანმანათლებლო საფეხურის სტუდენტებისთვის.
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ბაკალავრიატის აქტიური სტატუსის მქონე,
მე-3 და
შემდგომი სემესტრების სტუდენტებს, რომელთა მოსწრების საშუალო ქულა (GPA)
მინიმუმ 3.5-ს შეადგენს.
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად სტუდენტებმა მიმდინარე წლის
25 თებერვლიდან 22 მარტამდე ელექტრონულ მისამართზე (
law@tsu.ge) უნდა გამოაგზავნონ შემდეგი დოკუმენტაცია:
●
ბიოგრაფიული რეზიუმე (CV);
●
სამოტივაციო წერილი (ერთ გვერდად);
●
ნიშნების ფურც
ე
ლი;
●
პირადობის მოწმობის ასლი.
კორესპოდენციის თემის ველში, გთხოვთ, მიუთითეთ: „ადვოკატ ირაკლი ყანდაშვილის სახელობითი სტიპენდია, 2019“.
მოგახსენებთ, სასტიპენდიო კონკურსი მიმდინარეობს ორ ეტაპად. აკადემიური მოსწრებისა და სამოტივაციო წერილის შეფასების შედეგად შერჩეულ კანდიდატებთან გაიმართება გასაუბრება და აირჩევა ერთი სტუდენტი, რომელსაც ერთი სასწავლო წლის ვადით დაენიშნება სტიპენდია.
გისურვებთ წარმატებას!