2018-12-04

იურიდიული ფაკულტეტის გუნდმა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტებს შორის მე-2 ადგილი და ვერცხლის მედალი დაიმსახურა



ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის, საერთაშორისო სამართლის მიმართულების გუნდმა, რომელიც დაკომპლექტებული იყო საერთაშორისო სამართლის მაგისტრატურის სტუდენტებით - ანა ცქიფურიშვილი, ივა ვასაძე და თამარ ჩხიტუნიძე,  საერთაშორისო ლტოლვილთა, ჰუმანიტარულ და სისხლის სამართლის კონკურსში, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტებს შორის მე-2 ადგილი და ვერცხლის მედალი დაიმსახურა!  
შეჯიბრი ლუბლიანაში გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატისა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის პატრონაჟით გაიმართა. 
ეს გახლავთ პირველი გუნდი თსუ-ს საერთაშორისო იმიტირებული სასამართლოების იმ 7 გუნდიდან, რომლებიც საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტის მიერ ორგანიზებული ღია კონკურსით შეირჩა ივლისში, 2018-2019 სასწავლო წელს საერთაშორისო კონკურსებში მონაწილეობის მისაღებად.
გუნდის მომზადებაში აქტიურად იყვნენ ჩართული საბა ფიფია და ონისიმე ცხომელიძე (დოქტორანტი). 

Print

« იხ. ყველა სიახლე