2019-02-25
ზვიად კორძაძის საადვოკატო ბიუროს სტიპენდია
გაცნობებთ, რომ
ზვიად კორძაძის საადვოკატო ბიურო აცხადებს კონკურსს სტიპენდიის მოსაპოვებლად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ბაკალავრიატის საგანმანათლებლო საფეხურის სტუდენტებისთვის.
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ბაკალავრიატის აქტიური სტატუსის მქონე,
მე-5 და
შემდგომი სემესტრების სტუდენტებს, რომელთა მოსწრების საშუალო ქულა (GPA)
მინიმუმ 3.5-ს შეადგენს.
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად სტუდენტებმა მიმდინარე წლის
25 თებერვლიდან 22 მარტამდე ელექტრონულ მისამართზე (law@tsu.ge) უნდა გამოაგზავნონ შემდეგი დოკუმენტაცია:
•
ბიოგრაფიული რეზიუმე (CV);
•
სამოტივაციო წერილი (ერთ გვერდად);
•
ნიშნების ფურც
ე
ლი;
•
პირადობის მოწმობის ასლი.
კორესპოდენციის თემის ველში, გთხოვთ, მიუთითეთ: „კორძაძის საადვოკატო ბიუროს სტიპენდია, 2019“.
მოგახსენებთ, სასტიპენდიო კონკურსი მიმდინარეობს ორ ეტაპად. აკადემიური მოსწრებისა და სამოტივაციო წერილის შეფასების შედეგად შერჩეულ კანდიდატებთან გაიმართება გასაუბრება და აირჩევა ერთი სტუდენტი, რომელსაც ერთი სასწავლო სემესტრის (5 თვის) ვადით დაენიშნება კორძაძის საადვოკატო ბიუროს სახელობითი სტიპენდია.
გისურვებთ წარმატებას!
« იხ. ყველა სიახლე