2019-02-19

საერთაშორისო გაცვლითი სტუდენტური სემინარი თბილისი-ბერლინი 2019


ბერლინის ჰუმბოლდტის უნივერსიტეტისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტებს შორის, პროგრამის „Netzwerk Ost-West“ ფარგლებში 1996 წელს საფუძველი ჩაეყარა სტუდენტთა გაცვლით იურიდიულ სემინარ–კონფერენციას, რომლის ხანგრძლივობა ორ კვირას შეადგენს. სემინარის პირველი ნაწილი ტარდება თბილისში, მეორე ნაწილი კი ბერლინში. სამეცნიერო ხასიათის გარდა, სემინარი შეიცავს მრავალ კულტურულ და გასართობ ღონისძიებას.

პროგრამის ფარგლებში ყოველწლიურად კონკურსის საფუძველზე შეირჩევა ათი სტუდენტი თსუ-დან და ასევე ათი სტუდენტი - ბერლინის ჰუმბოლდტის უნივერსიტეტიდან. მონაწილეები სამეცნიერო ხელმძღვანელების დახმარებით გერმანულ ენაზე ამუშავებენ კონკრეტულ თემებს, ძირითადად სისხლის სამართლის სფეროდან, ახდენენ მათ პრეზენტაციას, რაზეც იმართება დისკუსიები, ხდება ქართული და გერმანული სამართლებრივი ინსტიტუტების ურთიერთშედარება. სემინარის მონაწილეებს გადაეცემათ შესაბამისი სერტიფიკატები.

პროგრამის მიზანია, ხელი შეუწყოს სტუდენტთა შორის სამართლებრივი აზროვნების ჩამოყალიბებასა და განვითარებას. ყოველი სემინარი აქტუალურ და პრობლემურ სამართლებრივ საკითხებს ეძღვნება. სასემინარო თემების შერჩევა ხდება პროგრამის გერმანელი და ქართველი სამეცნიერო ხელმძღვანელების მიერ.

დაწვრილებითი ინფორმაციისთვის მიყევით შემდეგ ბმულს.
Print

« იხ. ყველა სიახლე