გაცნობებთ, რომ ცხადდება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლის,
პროფესორ ლადო ჭანტურიას სახელობითი სასტიპენდიო კონკურსი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ბაკალავრიატის საგანმანათლებლო საფეხურის სტუდენტებისთვის.
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ბაკალავრიატის აქტიური სტატუსის მქონე,
მე-3 და
შემდგომი სემესტრების სტუდენტებს, რომელთა მოსწრების საშუალო ქულა (GPA)
მინიმუმ 3.5-ს შეადგენს.
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად სტუდენტებმა მიმდინარე წლის
25 თებერვლიდან 22 მარტამდე ელექტრონულ მისამართზე (
law@tsu.ge) უნდა გამოაგზავნონ შემდეგი დოკუმენტაცია:
● ბიოგრაფიული რეზიუმე (CV);
● სამოტივაციო წერილი (ერთ გვერდად);
● ერთ-ერთი ევროპული ენის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატი
(იხ.
დანართი) ან უცხოეთში არანაკლებ ერთი სემესტრის განმავლობაში სწავლის
დამადასტურებელი საბუთი;
● ნიშნების ფურცელი;
● პირადობის მოწმობის ასლი.
კორესპოდენციის თემის ველში, გთხოვთ, მიუთითეთ: „პროფესორ ლადო ჭანტურიას სახელობითი სტიპენდია, 2019“.
მოგახსენებთ, სასტიპენდიო კონკურსი მიმდინარეობს ორ ეტაპად. აკადემიური მოსწრების, უცხო ენის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატისა და სამოტივაციო წერილის შეფასების შედეგად შერჩეულ კანდიდატებთან გაიმართება გასაუბრება.
უპირატესობა მიენიჭება ერთ-ერთი ევროპული ენის მაღალი კომპეტენციის მქონე სტუდენტს. შეფასების შედეგად აირჩევა ერთი სტუდენტი, რომელსაც ერთი სასწავლო წლის ვადით დაენიშნება სტიპენდია.
გისურვებთ წარმატებას!