ლიუქსემბურგის უნივერსიტეტის ვიცე-რექტორის ვიზიტი მედიცინის ფაკულტეტზე

ლიუქსემბურგის უნივერსიტეტის ვიცე-რექტორის ვიზიტი მედიცინის ფაკულტეტზე

თსუ მედიცინის ფაკულტეტს სამუშაო ვიზიტით ეწვია ლიუქსემბურგის უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი კვლევის დარგში ლიუდვიგ ნეისისი. პროფესორი ნეისისი პროფესიით კარდიოლოგია, 2001 წლიდან ის მუშაობს მანჩესტერის უნივერსიტეტის კარდიოვასკულურ ინსტიტუტში დეპარტამენტის ხელმძღვანელად. პროფესორი ნეისისი არის ასევე მედიცინის საგანმანათლებლო პროგრამების საერთაშორისო აკრედიტაციის ექსპერტი, მას მონაწილეობა აქვს მიღებული ევროპის სხვადასხვა უნივერსიტეტების მედიცინის პროგრამების შეფასებაში.

პროფესორი ნეისისი შეხვდა თსუ უნივერსიტეტის ვიცე-რექტორს, პროფესორ იოსებ სალუქვაძეს, თსუ მედიცინის ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წარმომადგენლებს, ასოცირებულ პროფესორს ნინო ჩიხლაძეს, მაკა ჯორბენაძეს, პროგრამის ხელმძღვანელებს, ასოცირებულ პროფესორ ნატა ყაზახაშვილს, მოწვეულ პედაგოგებს, გიორგი ლობჟანიძეს.  სამუშაო შეხვედრებზე დისკუსია გაიმართა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში არსებული საგანმანათლებლო პროგრამებისა და კვლევითი პოტენციალის შესახებ, მედიცინის დარგში პროგრამული აკრედიტაციის საერთაშორისო სტანდარტების, შეფასების პროცედურებისა და დოკუმენტაციის შესახებ, მედიცინის ფაკულტეტის განვითარების ხედვისა და სტრატეგიული მიმართულებების შესახებ. პროფესორი ნეისისი გაეცნო თსუ მედიცინის ფაკულტეტს საგანმანათლებლო პროგრამების სტრუქტურას და აღწერილობებს.  პროფესორი ნეისისის  შეფასებით პროგრამები შეესაბამება ევროპის უნივერსიტეტებში არსებულ  თანამედროვე მოთხოვნებს და საერთაშორისო სტანდარტებს. პროფესორი ნეისისმა დადებითი შეფასება მისცა თსუ მედიცინის ფაკულტეტის საგანმანათლებლო პროგრამებს და ბოლო წლების განმავლობაში საერთაშორისო პროექტების ფარგლებში განხორციელებულ ცვლილებებს და მიღებულ შედეგებს.