FDI - მსოფლიო სტომატოლოგთა ფედერაციის ევროპული რეგიონული ორგანიზაციის პლენარული სხდომა

ძვირფასო კოლეგებო, წელს თბილისში გაიმართა FDI - მსოფლიო სტომატოლოგთა ფედერაციის ევროპული რეგიონული ორგანიზაციის პლენარული სხდომა. ამ შეხვედრის ინიციატორი და ორგანიზატორი იყო პროფ. ვ. მარგველაშვილი. 

პლენარული სხდომის ერთ-ერთი ძირითადი მასპინძელი იყო ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სადაც 23 აპრილს გაიმართა დელეგატების საზეიმო მიღება.

თბილისში იმყოფებოდნენ სტომატოლოგთა მსოფლიო ფედერაციის პრეზიდენტი და არჩეული პრეზიდენტი, ასევე ევროპის 40-ზე მეტი ქვეყნის 100-მდე დელეგატი. მსგავსი კალიბრის სტომატოლოგიური შეხვედრა საქართველოში ჯერ არ ჩატარებულა. პლენარულმა სხდომამ დიდი წარმატებით ჩაიარა.