თსუ კონფერენცია სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების სტუდენტებისათვის და ახალგაზრდა მკვლევარებისათვის ტრავმატიზმისა და ძალადობის პრევენციის თემაზე

2018 წლის 7 ივლისს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტ ში ჩატარდა სტუდენტთა და ახალგაზრდა მკვლევართა სამეცნიერო კონფერენცია ,, საზოგადოებრივი ჯანმრთელობა და კეთილდღეობა ’’ . კონფერენციაზე წარმოდგენილი იქნა პლენარული ლექციები და მოხსენებები ტრავმატიზმისა და ძალადობის თემაზე, რეგისტრების სისტემების განვითარების პერსპექტივებზე საქართველოში, თავის ტვინის ტრავმული დაზიანების მართვის საკითხებზე,   ჰოსპიტალურ დაწესებულებებში კლინიკური ეთიკის სერვისების განვითარებაზე, საქართველო ნორვეგიის თანამშრომლობით პროექტზე, საქართველოში პერინატალური სიკვდილიანობის მიზეზებზე, ქრონიკული ტკივილის მართვის და ჯანმრთელობაზე უფლების საკითხებზე და სხვა. კონფერენციის ძალადობისა და ტრავმატიზმის სექციაზე წარმოდგენილი ნაშრომები შესრულებული იყო   მედიცინის ფაკულტეტზე მიმდინარე NIH- ის პროექტების ( ICREATE - კვლევის მოცულობის გაზრდა აღმოსავლეთ ევროპაში და INITIatE   –საერთაშორისო თანამშრომლობა ევროპაში თავის ტვინის ტრავმული დაზიანების ზედამხედველობის გაზრდის მიზნით) ფარგლებში.

კონფერენციამ სტუდენტების დიდი ინტერესი გამოიწვია, კონფერენციას დაესწრნენ თსუ მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტები და ახალგაზრდა მკვლევარები, მათ შორის საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროგრამის მაგისტრანტები და დოქტორანტები, ასევე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტ ის და საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტები. კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს საზოგადოებრივი ჯანდაცვის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა, საზოგადოებრივი ჯანდაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა პროფესორმა პაატა იმნაძემ, საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელმა პროფესორმა ნატა ყაზახაშვილმა, პროფესორმა ნინო ჩიხლაძემ, ასოცირებულმა პროფესორმა ლაშა ლორიამ, მედიცინის დოქტორმა მაია კერესელიძემ და სხვ.

კონფერენცია მიეძღვნა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტ ის 100 წლის იუბილეს.

 

TSU Conference for Master and PhD students Young Researchers on Injury and Violence Prevention

On July 7th, 2018, Ivane Javakhishvili Tbilisi State University hosted a scientific conference “Public Health and Welfare” for students and young researchers. Plenary lectures and presentations on different public Health issues were presented on the conference.   The main topics of discussion and active debates were: Injury and Violence Prevention. Prospects of Registry System Development in Georgia, Traumatic Brain Injury Management Issues in Georgia, Development of Clinical Ethics Services in Hospitals, Georgian-Norwegian Collaborative Project and Master of Public Health Program, Birth Register and Perinatal Mortality in Georgia, Chronic Pain Management and Rights to Health and etc. The works presented on the session Injury and Violence Prevention were done in the frame of NIH funded Projects ( ICREATE - Increasing Capacity in Research in Eastern Europe and INITIatE   – International Collaboration to increase Traumatic Brain Injury Surveillance in Europe ).

The Conference aroused great interest in students and it was attended by TSU Medical Faculty students and young researchers, including Master and Doctorate students of Public Health Program, also students from Tbilisi State Medical University and University of Georgia. The Conference was supervised by representatives of Public Health Department, including Head of Public Health Program, Professor Paata Imnadze, Head of Public Health Master Program, Professor Nata Kazakhashvili, Professor Nino Chikhladze, Associate Professor Lasha Loria, Dr. Maia Kereselidze and etc.

The conference was dedicated to the 100th anniversary of Ivane Javakhishvili Tbilisi State University.

 

გამოქვეყნების თარიღი:2018-07-09 12:50:39