თსუ მედიცინის ფაკულტეტის მონაწილეობა იმუნიზაციის კვირეულში

2018 წლის 23-29 აპრილს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის  ინიციატივით ტარდება ევროპის იმუნიზაციის კვირეული დევიზით   - აცერი და დაიცავი!

 23 აპრილს  დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ახალ ადმინისტრაციულ  შენობაში ჩატარდა   იმუნიზაციის  კვირეულის გახსნისადმი მიძღვნილი პრესკონფერენცია, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს თსუ მედიცინის ფაკულტეტის წარმომადგენლებმა (ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსმა ასოც. პროფ. ნინო ჩიხლაძემ, ფაკულტეტის უფროსმა სპეციალისტებმა მაკა ჯორბენაძემ და ლიანა შარაშენიძემ), საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებმა (გვანცა დადიანი და თეონა გოგნიაშვილი)

 
იმუნიზაციის  კვირეულის ღონისძიებებში მონაწილეობას მიიღებენ მოხალისეებად მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტები:  შენგელია ადა,  ნატროშვილი  ნინო , ზედელაშვილი  მარი, ქუთათელაძე  დავითი, კამლაძე გვანცა.

ევროპის რეგიონალურმა ბიურომ გადაწყვიტა  2018 წლის იმუნიზაციის კვირეული, სხვადასხვა რეგიონალურ ინიციატივებთან ერთად გამოიყენოს მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლების მიზნით და კიდევ ერთხელ  გაუსვას ხაზი იმ ფაქტს, რომ  ვაქცინაციას  უდიდესი მნიშვნელობა აქვს ადამიანის სიცოცხლის ყველა ეტაპზე. 

გამოქვეყნების თარიღი:2018-04-25 16:12:09