მედიცინის ფაკულტეტი განათლების საერთაშორისო გამოფენაზე

23 თებერვალს საგამოფენო ცენტრ „ექსპოჯორჯიაში“ განათლების საერთაშორისო გამოფენა გაიხსნა, რომელშიც ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის წარმომადგენლებმა (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ასოც. პროფესორმა ნინო ჩიხლაძემ და ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის მთავარმა სპეციალისტმა მაკა ჯორნებაძემ) და სამაგისტრო პროგრამა ,,საზოგადოებრივი ჯანდაცვის სტუდენტმა ნია ხაჩიძემ მიიღო მონაწილეობა. გახსნის ღონისძიებას დაესწრო თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე.

თსუ განათლების საერთაშორისო გამოფენაზე ტრადიციულად სპეციალური სტენდით იქნა წარმოდგენილი. გამოფენის სტუმრებმა აქ მიიღეს ინფორმაცია თსუ მედიცინის ფაკულტეტის, საგანმანათლებლო პროგრამების, მათ შორის  ნორვეგიის განათლების სფეროში საერთაშორისო კოოპერაციის ცენტრის (SIU)  მიერ დაფინანსებული პროექტის CPEA-2015/10057 ,,საქართველო-ნორვეგიის თანამშრომლობა საზოგადოებრივ ჯანდაცვაში (Ge-NoC)’’ ,
ფარგლებში  შემუშავებული  ახალი ინგლისურენოვანი სამაგისტრო  პროგრამის ,,საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ, რომელიც შმუშავდა ნორვეგიის არქტიკულ უნივერსიტეტთან (ნორვეგია)  და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრთან მჭიდრო თანამშრომლობით. 
ახალმა ინგლისურენოვანმა სამაგისტრო  პროგრამამ ,,საზოგადოებრივი ჯანდაცვა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს 2018 წლის 26 იანვრის სხდომის გადაწყვეტილებით მიიღო პროგრამული აკრედიტაცია.  




Faculty of Medicine on International Education Fair

On February 23 an International Education Fair was opened at exhibition center "ExpoGeorgia", where representatives of the TSU Faculty of Medicine  Nino Chikhladze (Associate Professor of Public Health department), Maka Jorbenadze (Chief specialist of Faculty Quality Assurance Service) and Nia Khachidze (Student of Georgian-medium Public Health Masters program)  participated. The opening ceremony was attended by TSU rector Giorgi Sharvashidze.

Traditionally TSU was represented by a special display stand at International Education Fair. The exhibition guests received information about educational programs at TSU Faculty of Medicine, one of those being new English-medium  master program "Public Health" developed within CPEA-2015/10057 "Georgian-Norwegian Cooperation in Public Health (Ge-NoC)"  funded by International Cooperation Center for Educational Programs in Norway (SIU) and   with partnership between Ivane Javakhishvili Tbilisi State University/TSU (Georgia), The Arctic University of Norway/UiT (Norway) and National Center for Diseases Control and Public Health/NCDC (Georgia). This program received accreditation by the National Center for Education Quality Enhancement at the Accreditation Council of Educational programs held on January 26, 2018.
გამოქვეყნების თარიღი:2018-03-01 17:51:30