2011 წლის 12 მარტს სასტუმრო “რადისონ ბლუ ივერიაში” საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის ორგანიზებით “ახალგაზრდა სტომატოლოგთა საზოგადოების” და კომპანია “ჯი-პი-სი”-ს  მხარდამჭერით  ჩატარდა ლექცია თემაზე: “ალერგიული დაავადებები - მედიკამენტური ალერგიის  სტომატოლოგიური ასპექტები”. ღონისძიებას  ესწრებოდნენ: ექიმი-სტომატოლოგები, რეზიდენტები და სტუდენტები.
   ლექციის დასაწყისში თითოეულ მონაწილეს დაურიგდა ლექციის “ჰენდაუტები” და ექიმი-სტომატოლოგის ფორმალიზებული ბარათი პრაქტიკული რეკომენდაციებით.
   ლექცია წაიკითხა ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის სრულმა პროფესორმა, ექსპერტმა ალერგოლოგიაში _ რუსუდან ქარსელაძემ.
  პროფ. რუსუდან ქარსელაძემ   ლექციის I ნაწილში დაწვრილებიათ განიხილა ალერგია _ თანამედროვეობის პრობლემა და მომავლის ტენდენციები; ალერგიის განვითარების მექანიზმები, კლინიკური ვარიანტები; ალერგიულ დაავადებათა მკურნალობის (მართვის) ძირითადი პრინციპები და რა იქნება 21-ე საუკუნეში.
   ასევე მეტად საინტერესო იყო ლექციის II ნაწილი, რომელიც მოიცავდა ისეთ  აქტუალურ საკითხებს როგორიცაა: მედიკამენტური ალერგია; მედიკამენტების გვერდითი მოქმედების კლასიფიკაცია; მედიკამენტური ალერგიის განვითარების ძირითადი მიზეზები; ფსევდოალერგიული რეაქციები; მედიკამენტური ალერგიის დიაგნოსტიკური კრიტერიუმები და პაციენტის დაცვის ეფექტური გზა ამ საშიში გართულების თავიდან ასაცილებლად.
  ლექციის დასრულებისას გაიმართა დისკუსია. პასუხი გაეცა მრავალ შეკითხვას და დაისახა დარგობრივი ასოციაციების ურთიერთთანამშრომლობის მომავლის პერსპექტივები.