ბეჭდვა |/ დახურვა
 
2016-04-08

SIU-ს მიერ დაფინანსებული პროექტის ,,ქართულ-ნორვეგიული კოლაბირაცია საზოგადოებრივ ჯანდაცვაში სამუშაო კვირეული, 1-6 აპრილი 2016 წელი, საქართველო SIU Project: ,,Georgian-Norwegian Collaborative in Public Health (GeNoC-PH)’’ Kick of meeting, 1-6 April, 2016, Georgia

SIU Project: ,,Georgian-Norwegian Collaborative in Public Health (GeNoC-PH)’’ 
Kick of meeting, 1-6 April, 2016, Georgia


On March 31st, 2016, delegation from The Arctic University of Norway/The University of Tromsø (UiT) arrived to Georgia for a work visit. The delegation comprised 8 members: Erik Anda (Project coordinator), Toralf Hasvold, Tormod Brenn, Finn Egil Skjeldestad, Trine Andreassen, Ingvild Nedberg, Tor Gisle Lorentzen, Turid Wæhle.

01.04.2016. An expert committee composed of representatives from the Arctic University of Norway/The University of Tromsø (UiT), Tbilisi State University (TSU) and University of Georgia (UG) conducted an interview with applicants for PhD positions in epidemiology/biostatistics within the field of reproductive health or perinatal epidemiology at Tbilisi State University (TSU) and the University of Georgia (UG) through a grant from UiT The Arctic University of Norway, Tromsø

01.04.2016. For his support of students and academic staff scientific and pedagogical work at Tbilisi State University and for his contribution to the medical education development in Georgia, Professor Toralf Gustav Hasvold was awarded the degree of Doctor Honoris Causa of Ivane Javakhishvili Tbilisi State University (TSU). 
Professor Toralf Hasvold gave a public lecture at Tbilisi State University. ( See Agenda)
(View Photo Gallery  )
02.04.2016 – 03.04.2016. A 2 days working meetings was held within 4 working groups: 1.development and harmonization of Master programs; 
2. Summarization of interviews results 
3. Elaboration of cooperation agreement between the Arctic University of Norway/The University of Tromsø (UiT) and partner institutions. 
4. Birth Registry issues.
At the end of each day, a joint discussion of the working group key issues had been done. The preliminary structure of committees were established. 

04.04.2016. The delegation visited TSU teaching base and held meetings with TSU and UG academic personnel. Working on birth registry continued.
05.04.2016. An opening conference of the project - Georgian-Norwegian Collaborative in Public Health (GeNoC-PH) funded by Norwegian Center for International Cooperation in Education (SIU) was held. ( See Conference Programme)
Opportunities to improve the Georgian public health, education and practice with the Norwegian experience were discussed during the conference.
Officials from the Ministry of Labor, Health and Social Affairs of Georgia (MoLHSA) and Ministry of Education of Georgia, representatives from the participant institutions – from the Arctic University of Norway/The University of Tromsø (UiT),, Tbilisi State University (TSU), University of Georgia (UG), National Center of Disease Control and Public Health (NCDC), UNICEF, Consulting & IT Innovations (CiTi) attended and participated in the conference. Around 75 representatives from various institutions, including TSU and UG Master and PhD students took part in the opening conference.
The welcoming speech was made by Professor Amiran Gamkrelidze, director of National Center of Disease Control and Public Health.

Mr. Valeri Kvaratskhelia, deputy minister of Ministry of Labor, Health and Social Affairs of Georgia, Mr. Gia Shervashidze, deputy minister of Ministry of Education of Georgia, Professor Amiran Gamkrelidze Director of National Center of Disease Control and Public Health, Mr. Sascha Graumann, head of UNICEF office in Georgia and Prof Erik Anda Project Coordinator  expressed their opinions concerning the International cooperation in higher education, implementation of birth registry in Georgian healthcare system and the present project.
(View the interview on Informational Portal ,,Info 9’’) 
http://www.info9.ge/sazogadoeba/143811-proeqti-saqartvelo-norvegiis-tanamsromloba-sazogadoebriv-jandacvasi-waradgines.html?lang=ka-GE

The speeches concerning the ongoing and previous projects between Norway and Georgia were made by Amiran Gamkrelidze (Director of NCDC), Toralf Hasvold (Professor at UiT, Honorary Doctor at TSU), Erik Anda (Professor at UiT, project coordinator), Nino Chikhladze (Professor at TSU, project coordinator in Georgia), Tamar Lobzhanidze (University of Georgia, Head of Public Health school), Alexander Turdzeladze (CiTi).

An interesting discussion took place right after the presentations. Comments concerning the project were made by: Alexander Tsiskaridze (TSU Dean of Medical Faculty), Nana Kavtaradze (MoLHSA), Irine Darchia (Ministry of Education of Georgia), Tako Ugulava (UNICEF), Rusudan Klimiashvili (WHO office in Georgia) and Maia Kereselidze (NCDC).
(View Photo Gallery –
http://www.ncdc.ge/Media/PhotoAlbum/1208)

06.04.2016. Professor Toralf Hasvold gave a lecture for the students of Tbilisi State University and University of Georgia. 

(View Photo Gallery )

Opening conference and first working week was completed successfully. 


 


SIU-ს პროექტის „საქართველო-ნორვეგიის თანამშრომლობა საზოგადოებრივ ჯანდაცვაში“
 (GeNoC-PH)   სამუშაო კვირეული, 1-6 აპრილი, 2016 წელი, საქართველო

2016 წლის 31 მარტს  თბილისში სამუშაო ვიზიტით ჩამოვიდა ნორვეგიის არქტიკული უნივერსიტეტი/ტრომსოს უნივერსიტეტის (UiT) დელეგაცია 8 წევრის შემადგენლობით: ერიკა ანდა, ტორალფ ჰასვოლდი, ტორმუდ ბრენი, ტრინა ანდრეასენი, ფინ ეგილ სკილდესტადი, ტურიდ ვაჰლერი, იგვილდ ნედბერგი, ტორ გისლე ლორენცენი.
01.04.2016. საერთაშორისო პროექტის ფარგლებში გამოცხადებულ ვაკანსიაზე შესაბამისი კანდიდატების შერჩევის მიზნით 1 აპრილს ჩატარდა ინტერვიუ ნორვეგიის არქტიკული უნივერსიტეტი/ტრომსოს უნივერსიტეტის (UiT), ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის და საქართველოს უნივერსიტეტის წარმომადგენლების მიერ.
01.04.2016. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალისათვის სამეცნიერო და ასევე პედაგოგიურ საქმიანობაში ხელშეწყობისათვის, საქართველოში სამედიცინო განათლების განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის ნორვეგიის არქტიკული უნივერსიტეტი/ტრომსოს უნივერსიტეტის (UiT), საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტს ტორალფ ჰასვოლდს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭა.
პროფესორმა ტორალფ ჰასვოლდმა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში წაიკითხა საჯარო ლექცია ( იხილეთ პროგრამა)
(იხილეთ ფოტოალბომი )

2.04.-3.04-2016. ჩატარდა სამუშაო ჯგუფებში მუშაობა 4 მიმართულებით: 
1. სამაგისტრო პროგრამების შემუშავება და ჰარმონიზაცია
2 .სადოქტორო პროგრამაზე შესარჩევი კანდიდატების გასაუბრების შედეგების შეჯამება 
3. ნორვეგიის არქტიკული უნივერსიტეტი/ტრომსოს უნივერსიტეტსა  (UiT), და პარტნიორ ინსტუტუციებს შორის ხელშეკრულების გაფორმების და ცალკეული ორგანიზაციის ბიუჯეტის შედგენის საკითხი.
4. დაბადების რეგისტრი.
ყოველი სამუშაო დღის ბოლოს მიმდინარეობდა თითოეული სამუშაო ჯგუფის საკვანძო საკითხების ერთობლივი განხილვა. ჩამოყალიბდა სამუშაო კომიტეტების შემადგენლობა.

4.04.2016. განხორციელდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო ბაზის ვიზიტი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  და საქართველოს უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალთან შეხვედრა. გაგრძელდა დაბადების რეგისტრის საკითხებზე მუშაობა.
5.04.2016.  2016 წლის 5 აპრილს ჩატარდა SIU-ს მიერ დაფინანსებული პროექტის „საქართველო-ნორვეგიის თანამშრომლობა საზოგადოებრივ ჯანდაცვაში“ (GeNoC-PH) გახსნითი კონფერენცია. კონფერენციაზე განხილულ იქნა საქართველოში საზოგადოებრივი ჯანდაცვის განათლებისა და პრაქტიკის გაუმჯობესების შესაძლებლობები ნორვეგიის გამოცდილების გათვალისწინებით ( იხილეთ კონფერენციის პროგრამა).
კონფერენციას დაესწრნენ და მონაწილეობა მიიღეს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ხელმძღვანელი პირები, პროექტის მონაწილე ინსტიტუციების: ნორვეგიის არქტიკული უნივერსიტეტი/ტრომსოს უნივერსიტეტის (UiT), ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის და საქართველოს უნივერსიტეტის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის (NCDC), გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) და კონსალტინგი და აიტი ინოვაციების (CiTi) წარმომადგენლები. გახნითი კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობა მიიღო სხვადასხვა ინსტიტუციების 75-მდე წარმომადგენელმა, მათ შორის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის და საქართველოს უნივერსიტეტის მაგისტრატურის და სადოქტორო პროგრამების სტუდენტებმა.
კონფერენცია გახსნა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორმა პროფესორმა ამირან გამყრელიძემ.
უმაღლესი განათლების სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობასთან, ჯანდაცვის სისტემაში დაბადების რეგისტრის ამოქმედებასთან, მოცემულ პროექტთან დაკავშირებით აზრი გამოხატეს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ ბატონმა ვალერი კვარაცხელიამ, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ბატონმა გია შერვაშიძემ, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორმა პროფესორმა ამირან გამყრელიძემ, გაეროს ბავშვთა ფონდის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა საშა გრაუმანმა, ნორვეგიის არქტიკული უნივერსიტეტი/ტრომსოს უნივერსიტეტის პროფესორმა, პროექტის კოორდინატორმა ერიკ ანდამ. 
ინტერვიუს ნახვა შესაძლებელია ,,ინფო-9’’-ის საინფორმაციო პორტალზე.
http://www.info9.ge/sazogadoeba/143811-proeqti-saqartvelo-norvegiis-tanamsromloba-sazogadoebriv-jandacvasi-waradgines.html?lang=ka-GE
ქართულ-ნორვეგიული თანამშრომლობის, მიმდინარე და უკვე დასრულებულ პროექტებთან დაკვშირებით მოხსენებებით გამოვიდნენ: პროფესორი ამირან გამყრელიძე (დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორი) ტორალფ ჰასვოლდი (ნორვეგიის არქტიკული უნივერსიტეტი/ტრომსოს უნივერსიტეტის პროფესორი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი),  ერიკ ანდა (ნორვეგიის არქტიკული უნივერსიტეტი/ტრომსოს უნივერსიტეტის პროფესორი, პროექტის კოორდინატორი), ნინო ჩიხლაძე (ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, პროექტის კოორდინატორი საქართველოში),   თამარ ლობჟანიძე (საქართველოსუნივერსიტეტი), ალექსანდრე ტურძელაძე (კონსალტინგი და აიტი ინოვაციები).
მოხსენებების შემდეგ გაიმართა საინტერესო დისკუსია, პროექტთან დაკავშირებით აზრი გამოთქვეს: პროფესორმა ალექსანდრე ცისკარიძემ (თსუ მედიცინის ფაკულტეტის დეკანი), ნანა ქავთარაძემ (შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო), პროფესორმა ირინა დარჩიამ (განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო), თაკო უგულავამ (იუნისეფი), რუსუდან კლიმიაშვილმა (ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს წარმომადგენლობა),   მაია კერესელიძემ (დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი).
იხილეთ ფოტოალბომი-
http://www.ncdc.ge/Media/PhotoAlbum/1208)
06.04.2016. პროფესორმა ტორალფ ჰასვოლდმა წაიკითხა ლექცია ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის და საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის.
იხილეთ ფოტოალბომი

გახნითი კონფერენცია და პროექტის პირველი სამუშაო კვირა წარმატებით დასრულდა.

Print

« იხ. ყველა სიახლე