სოციალური, პოლიტიკური კულტურული ფსიქოლოგია (მილევად რეჟიმში)

სოციალური, პოლიტიკური და კულტურული ფსიქოლოგია

(სადოქტორო პროგრამა)

 

სასაწავლო კომპონენტი

დოქტორანტურის სასწავლო გეგმა მთლიანობაში მოიცავს 180 კრედიტს. მათ შორის, სასწავლო კომპონენტი მოიცავს 40 კრედიტს, ხოლო დანარჩენი 140 ეთმობა კვლევას.

უშუალოდ სადოქტორო თემასთან დაკავშირებული ლიტერატურის გარდა (რომელიც განისაზღვრება ინდივიდუალურად, თემატიკიდან გამომდინარე), დოქტორანტმა უნდა შეისწავლოს მოდულით განსაზღვრული ფსიქოლოგიის დარგის აქტუალურ თემებთან დაკავშირებული ლიტერატურა და ჯგუფურ დისკუსიებში მონაწილეობისა და წერილობითი რეფერატების გზით მოახდინოს მასალის ანალიზის, მსჯელობის და გადმოცემის, ასევე რეალური სიტუაციების და მოვლენების მეცნიერული ანალიზის და პრობლემის შესაძლო გადაწყვეტის გზების დემონსტრირება.

 

დოქტორანტურის სასწავლო კომპონენტი ( 40 კრედიტი) გულისხმობს შემდეგ სალექციო

კურსებს და სხვა სახის აქტივობებს:

 

სავალდებულო კომპონენტებია:

- სწავლების მეთოდები - 5 კრედიტი;

- აკადემიური წერა (კვლევის მეთოდების კომპონენტებით) - 5 კრედიტი (სავალდებულო სალექციო კურსი მათთვის, ვისაც აკადემიური წერა და/ან კვლევის მეთოდები სწავლების წინა საფეხურზე არ გაუვლია);

- დოქტორანტის სემინარი - 15 კრედიტი;

- პროფესორის ასისტენტობა – 5 კრედიტი.

 

სასწავლო კომპონენტის სხვა ელემენტები არჩევითია.

- დოქტორანტის სემინარი – 15 კრედიტი;

- პროფესორის ასისტენტობა – 10 კრედიტი;

- შესავალი გამოყენებით სტატისტიკაში - 5 კრედიტი;

- სოციალური კვლევის მეთოდები – 5 კრედიტი;

- სოციალურ მეცნიერებათა ფილოსოფია – 5 კრედიტი;

- მეცნიერების მენეჯმენტი – 5 კრედიტი;

მეცნიერების მენეჯმენტი – 5 კრედიტი;

- ინფორმაციულ–საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება კვლევა/სწავლებაში და

  ელექტრონული კურსების შექმნა – 10 კრედიტი;

- საუნივერსიტეტო კურიკულუმის შემუშავების თანამედროვე მეთოდები – 10 კრედიტი;

- საზღვარგარეთის აკრედიტებულ უმაღლეს სასწავლებლებში მოსმენილი სადოქტორო

 

  კურსები – 5–25 კრედიტი;

- სხვა სახის აქტივობა 5–15 კრედიტი.

 

  კურსები – 5–25 კრედიტი;

- სხვა სახის აქტივობა 5–15 კრედიტი.

 

ინდივინდუალურ სასწავლო გეგმას, საუნივერსიტეტო სტანდარტის სქემის მიხედვით, ადგენს დოქტორანტი სამეცნიერო ხელმძღვანელთან და სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელთან შეთანხმებით.

სადოქტორო პროგრამის კვლევითი კომპონენტი მოიცავს 2 კოლოკვიუმს (თითოეულისთვის 20 კრედიტი) 40 კრედიტის ოდენობით და სადისერტაციო ნაშრომის მომზადება და დაცვა – 100 კრედიტი.

 

კვლევითი კომპონენტი

დღეისათვის შემოთავაზებულია პროგრამის კვლევითი კომპონენტის ზოგადი თემატიკა მოდულების შესაბამისად. ამასთან, კონკრეტული თემების დასახელება სცილდება მოცემული პროგრამის ფარგლებს და დადგინდება ინდივიდუალურად.