ბეჭდვა |/ დახურვა
 
2018-03-13

გაერთიანებული სამეცნიერო სემინარი ზოგად ანალიზში, დიფერენციალურ განტოლებებსა და მექანიკაში.

2018 წლის 16 მარტს  14:00 საათზე ჩატარდება გაერთიანებული სამეცნიერო სემინარი ზოგად ანალიზში, დიფერენციალურ განტოლებებსა და მექანიკაში.
 
მოხსენების თემა: ვარიაცათა აღრიცხვის ფუნქციონალებისა და რეგულარობის თეორიის შესახებ

მომხსენებელი: მარია ალესანდრა რაგუზა, კატანიის უნივერსიტეტი, იტალია

ანოტაცია: წარმოდგენილი იქნება  მომხსენებლის მიერ პროფ. ა. ტაჩიკავასთან ერთად შესწავლილი ამოცანა. მოხსენება ეხება კვადრატული ზრდის მქონე ფუნქციონალის რეგულარობის ამოცანას.  ნაგულისხმებია, რომ ფუნქციონალში მონაწილე A(x,u,p) ფუნქცია არის x ცვლადის მიმართ VMO კლასიდან, და ამავე დროს არ არის უწყვეტი როგორც x-ის ფუნქცია. შესწავლილია კერძო და გლობალური რეგულარობა u მინიმიზატორისათვის.

ჩატარების ადგილი: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია, მე–3 სართული, პრეზიდიუმის ოთახი.
Print

« იხ. ყველა სიახლე