ბეჭდვა |/ დახურვა
 
2012-12-12

თსუ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის მეცნიერებს საქართველოს ეროვნული აკადემიის პეტრე მელიქიშვილი სახელობის აკადემიური პრემია მიენიჭათ

ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის მეცნიერთა ჯგუფს შოთა სამსონიას, იოსებ   ჩიკვაიძის, მარინა   ტრაპაიძის,   ნანა თარგამაძის, დალი ყაჯრიშვილის და დავით ზურაბიშვილ ის ნაშრომთა ციკლისათვის

"აზოტშემცველი პოტენციური ბიოლოგიური აქტიურობის   მქონე   არომატული   ჰეტეროციკლური   სისტემები: სინთეზი, თვისებები, სკრინინგი“ 

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიური საბჭოს დადგენილებით პეტრე მელიქიშვილის სახელობის აკადემიური პრემია მიენიჭა.


სამეცნიერო ჯგუფის ხელმძღაველისთვის პროფესორ შოთა სამსონიასთვის ეს უკვე პეტრე მელიქიშვილის მესამე პრემიაა -  1962  წელს მან მიიღო პეტრე მელიქიშვილის სახელობის სტიპენდია, ხოლო 1980 წელს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პეტრე მელიქიშვილის სახელობის პრემია.

სამუშაოს მოკლე აღწერილობა
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიური საბჭოს დადგენილება
 
Print

« იხ. ყველა სიახლე