2012 წლის 3 ნოემბერს ჩატარდა პროგრამირებაში სტუდენტური მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედ ფინალის რეგიონალური ტური. ღონისძიებაში მონაწილეობდა საქართველოს 10 უმაღლესი სასწავლებლის 48 გუნდი. თბილისში ღონისძიებას მასპინძლობდა წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი, ხოლო ბათუმში - შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
მეოთხედ ფინალში გამარჯვება მოიპოვა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის #2 გუნდმა ბექა ბარბაქაძეს, ნიკოლოზ გაბისონიას, ზურაბ კუციას შემადგენლობით, მწვრთნელი ელდარ ბოგდანოვი.
საერთო ჯამში, პირველი 4 პოზიციიდან ჩვენი უნივერსიტეტის გუნდებმა სამი დაიკავეს. ადგილები ასე განაწილდა:
1) Tbilisi SU #2 - ბარბაქაძე, გაბისონია, კუცია
2) FreeUni #1 - ბარბაქაძე, ლაკირაბაია, მაჭავარიანი
3) Tbilisi SU #1 - ამბროლაძე, ისაკაძე, შავგულიძე
4) Tbilisi SU #6 - დოლიაშვილი, ნებულიშვილი, რუხაია
მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში ასპარეზობის უფლება მოიპოვა აგრეთვე თსუ გუნდმა Tbilisi SU#11 (ლაცოშვილი, ლორთქიფანიძე, ჩიკვინიძე). ნახევარფინალი 2 დეკემბერს გაიმართება.
შეჯიბრის სრულ შედეგებს შეგიძლიათ გაეცნოთ აქ