ბიბლიოთეკა


საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკა ერთ-ერთი უმდიდრესია საქართველოში და მის ფონდებში დაცულია სამეცნიერო და სასწავლო ლიტერატურა, ქართული და უცხოური იშვიათი წიგნები და პერიოდული გამოცემები. საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკა 4 მილიონზე მეტ წიგნსა და პერიოდულ გამოცემას აერთიანებს.
თსუ ბიბლიოთეკის ელექტრონული კატალოგისათვის ეწვიეთ ბმულს:   https://bit.ly/2y1VfjC 

უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ფონდებში დაცული წიგნებისა და პერიოდული გამოცემების გარდა, თსუ სტუდენტებს, პროფესორ-მასწავლებლებსა და უნივერსიტეტის სტუმრებს წვდომა აქვთ მდიდარ ელექტრონულ ბაზებსა და ჟურნალებზე, როგორებიცაა: EBSCO Publishing, Cambridge University Journals, JStor, Scopus და სხვა. ელექტრონულ ბაზებზე წვდომისათვის უნივერსიტეტიდან თუ უნივერსიტეტის მიღმა, ეწვიეთ ბმულს:https://bit.ly/2Ml8TSj 

ცენტრალური საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკა მდებარეობს უნივერსიტეტის ქუჩა N11-ში. 
სამუშაო საათები: ორშაბათი - პარასკევი - 9:00 – 18:00;
ელ-ფოსტა: library@tsu.ge; დირექცია +995 (32) 302883; აბონემენტის სამსახური +995 (32) 302892;

თსუ პირველ კორპუსში, ნულოვან სართულზე მდებარეობს შოთა რუსთაველის სახელობის სამკითხველო დარბაზი. მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზირი N1;
სამუშაო საათები: ორშაბათი - პარასკევი 9:00 – 20:00; შაბათი 10:00 -16:00

კონტაქტი:  
ხათუნა ჩუგოშვილი (დარბაზის ხელმძღვანელი)
ელ.ფოსტა: khatuna.chugoshvili@tsu.ge 
ტელეფონი: (+995 32) 229 08 31