2018-12-13

ცხადდება კონკურსი „სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს”


2018-2019 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში პროგრამის
 
„სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს”

(თსუ -ის რექტორის  2018 წლის 12 დეკემბრის N 307/01-01ბრძანება)  ფარგლებში სტიპენდიის მოსაპოვებლად
  
კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს  II - VIII  სემესტრის სტუდენტს, რომელსაც 2017 - 2018 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში დარეგისტრირებულ საგნებში დაგროვებული აქვს არანაკლებ  30 კრედიტისა.

შერჩევის პროცესში მონაწილეობის  მისაღებად კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:  
  1. განცხადება სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის სახელზე  (იხ. განცხადების ფორმა);
  2. პირადობის მოწმობის ასლი;
  3. საბანკო ანგარიშის ნომრის  ამონაწერი  „საქართველოს ბანკიდან“; 
  4. 2017-2018 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის აკადემიური მოსწრების ფურცელი ამობეჭდილი  სტუდენტის  პირადი  ბარათიდან და დამოწმებული მიმართულების სპეციალისტის მიერ;
  5. 2017-2018 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში (2018წლის 1 თებერვლიდან  2018 წლის 31ივლისის ჩათვლით) გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომის/ ნაშრომების ასლი, ასეთის არსებობის შემთხვევაში; 
  6. 2017-2018 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში  (2018 წლის 1 თებერვლიდან  2018 წლის 31 ივლისის ჩათვლით) სამეცნიერო სტუდენტურ კონფერენციებში მონაწილეობის/გამარჯვების დამადასტურებელი დოკუმენტი/დოკუმენტები (დათარიღებული სერტიფიკატი, პროგრამა ან ცნობა), ასეთის არსებობის შემთხვევაში. თუ წარმოდგენილი დოკუმენტით არ დგინდება სამეცნიერო სტუდენტური კონფერენციის ჩატარების ზუსტი თარიღი, შერჩევის პროცესში დოკუმენტი არ იქნება მხედველობაში მიღებული); 
  7. უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მიღებული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტაცია თარგმნილი ქართულ ენაზე და დამოწმებული ნოტარიალურად.

საბუთების მიღება იწარმოებს მიმდინარე წლის  13-14 დეკემბერს, 09:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე და 15 დეკემბრის 10:00 სთ-დან 16:00საათამდე  შესაბამის მიმართულებებზე:

სოციოლოგია და სოციალური მუშაობა  – თსუ IV კორპ. ოთახი  №306, 
თამარ გოგორიშვილი;  საკონტაქტო ინფორმაცია:  2 25 08 19

საერთაშორისო ურთიერთობები   –  თსუ IV კორპ. ოთახი № 201, 
თამარ ქარსაულიძე:  საკონტაქტო ინფორმაცია:  2 29 03 66

საზოგადოებრივი გეოგრაფია  –  თსუ IV კორპ. ოთახი № 211, 
ლუიზა აბაზაძე;  საკონტაქტო ინფორმაცია: 2 22 11 01(261)

პოლიტიკის მეცნიერება  –   თსუ  IV კორპ. ოთახი № 301,
ნათია დათიაშვილი, საკონტაქტო ინფორმაცია:  222 11 01 (254)

ჟურნალისტიკა და მასობრივი კომუნიკაცია  – თსუ V Iკორპ. ოთახი № 206 
ნანა ამირანაშვილი; საკონტაქტო ინფორმაცია:  222 11 01 (234)

პირველადი  შედეგები: 17 დეკემბერს, 17 :00 საათზე.

აპელაცია:  18 დეკემბერს,  09:00 სთ-დან 12:00 სთ-მდე. VI კორპუსი, ოთახი №  202

საბოლოო შედეგები: 18 დეკემბერს,  15 :00 საათზე.

გისურვებთ  წ ა რ მ ა ტ ე ბ ე ბ ს !

Print

« იხ. ყველა სიახლე