ბეჭდვა |/ დახურვა
 
2018-08-22

პირველსემესტრელ მაგისტრანტთა საყურადღებოდ!!!


სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლის სემესტრული საფასურის ეტაპობრივი გადახდის შესახებ

"უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რეორგანიზაციის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 4 ნოემბრის #412 დადგენილების პირველი მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის №208/ნ ბრძანებით დამტკიცებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის მე–2 პუნქტის ,,ა“, „ს“ და ,,ტ“ ქვეპუნქტებისა და მე-3 პუნქტის საფუძველზე,  
                                                                                                                   ვბრძანებ:

1. მიეცეთ უფლება ა(ა)იპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს, სწავლის სემეტრული საფასური (სასწავლო წლის გადასახადი თანხის ნახევარი) გადაიხადონ ეტაპობრივად შემდეგი წესით:
ა) პირველი ნაწილი (სწავლის სემესტრული საფასურის არანაკლებ 50 (ორმოცდაათი) პროცენტი) - ადმინისტრაციული რეგისტრაციისათვის დადგენილ ვადებში;
ბ) სწავლის სემესტრული საფასურის დარჩენილი ნაწილის გადახდა შესაძლებელია ადმინისტრაციული რეგისტრაციის დასრულებიდან დასკვნითი გამოცდების დაწყებამდე პერიოდში.

2. პირველი სემესტრის სტუდენტმა სწავლის სემესტრული საფასური უნდა გადაიხადოს სრულად, ადმინისტრაციული რეგისტრაციისათვის დადგენილ ვადებში. 

3. სწავლის სემესტრული საფასურის სრულად გადაუხდელობის შემთხვევაში, სტუდენტს მომდევნო სემესტრში ადმინისტრაციული რეგისტრაციის გავლის უფლება მიეცეს მხოლოდ დავალიანების დაფარვის შემდეგ.

Print

« იხ. ყველა სიახლე