ბეჭდვა |/ დახურვა
 
2013-09-03

პირველკურსელთა საყურადღებოდ!

ძვირფასო პირველკურსელებო!

პირველ რიგში გილოცავთ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მოხვედრას და სტუდენტის საპატიო წოდების მოპოვებას. გისურვებთ წარმატებებს უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში.

აქვე გთავაზობთ ინფორმაციას, რომელიც საჭიროა პირველკურსელთა რეგისტრაციისა და სასწავლო პროცესში მონაწილეობის მისაღებად, ასევე ინფორმაციას სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის შესახებ. გთხოვთ დეტალურად გაეცნოთ ამ ინფორმაციას.



ა) საზოგადოებრივი გეოგრაფიის ბ) სოციოლოგიის, გ) სოციალური მუშაობის, დ) ფსიქოლოგიის, ე) პოლიტიკის მეცნიერების სტუდენტებისთვის სავალდებულოა
  • პირველ ეტაპზე - ხელშეკრულებების გაფორმება: VI კორპუსი, ოთახი # 105
  • მეორე ეტაპზე - რეგისტრაციის გავლა (დოკუმენტაციის წარდგენა): VI კორპუსი, ოთახი # 201.
ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის სტუდენტებისთვის სავალდებულოა
  • პირველ ეტაპზე - ხელშეკრულებების გაფორმება: VI კორპუსი, ოთახი # 206
  • მეორე ეტაპზე - რეგისტრაციის გავლა (დოკუმენტაციის წარდგენა): VI კორპუსი, ოთახი # 206.
საერთაშორისო ურთიერთობების სტუდენტებისთვის სავალდებულოა
  • პირველ ეტაპზე - ხელშეკრულებების გაფორმება: VI კორპუსი, ოთახი # 401
  • მეორე ეტაპზე - რეგისტრაციის გავლა (დოკუმენტაციის წარდგენა): VI კორპუსი, ოთახი # 401.
ხელშეკრულებების გაფორმებამდე სავალდებულოა

     1. ანკეტის ელექტრონული ვერსიის შევსება (ანკეტა გააქტიურდება 4 სექტემბერს თსუ ელექტრონულ გვერდზე).
     2. პირადი საქმის გახსნისთვის წარსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა
(რექტორის ბრძანება №98/01-01; 26.08.2013)
  • ა) სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი;
  • ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის/პასპორტის ასლი (დედნის წარმოდგენით); (2 ეგზემპლარი)
  • გ) ფოტოსურათის (3x4) ელექტრონული ვერსია CD-ზე;
  • დ) სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ვაჟებისათვის); (2 ეგზემპლარი)
  • ე) უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
შენიშვნა: ხელშეკრულებებისა და ადმინისტრაციული რეგისტრაციის გავლის შემდეგ, თქვენ 9-16 სექტემბრის ჩათვლით თსუ ელექტრონულ ბაზაში (www.sms.tsu.ge) ირჩევთ სასწავლო კურსებს. ბაზაში კურსების დარეგისტრირება სწავლის საფასურის დაფარვის გარეშე შეუძლებელია. საფასურის დაფარვა ხორციელდება რესპუბლიკა, თიბისი და ლიბერთი ბანკებში.

4 სექტემბრიდან 13 სექტემბრის ჩათვლით, ყოველ სამუშაო დღეს, 14.00 საათზე თქვენთვის საჭირო ინფორმაციის მისაღებად ტარდება საინფორმაციო შეხვედრები თსუ VI კორპუსის სააქტო დარბაზში (ჭავჭავაძის გამზირი #8, მესამე სართული)

4 სექტემბერს საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულების სტუდენტებთან შეხვედრა 18:00 საათზე ჩატარდება თსუ VI კორპუსის სააქტო დარბაზში (ჭავჭავაძის გამზირი #8, მესამე სართული)

16 სექტემბერს , 14:30  საათზე   თსუ პირველი კორპუსის სააქტო დარბაზში თქვენ ხვდებით ფაკულტეტის სასასწალო - სამეცნიერო   მიმართულებების ხელმძღვანელებს , გთხოვთ მობრძანდეთ .


გისურვებთ წარმატებებს!



სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პირველკურსელთა გზამკვლევი -> გადმოწერა

პრეზენტაცია სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის შესახებ -> გადმოწერა

სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ვიდეო გზამკვლევი -> Youtube, გადმოწერა
Print

« იხ. ყველა სიახლე