სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის „სტუდენტთა ჟურნალი სოციალურ მეცნიერებებში“ აცხადებს სტატიების მიღებას ჟურნალის მეოთხე ნომრისთვის.
ჟურნალი გამოსაქვეყნებლად იღებს ერთი ან ორი, ბაკალავრიატის ან მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტის მიერ შესრულებულ სტატიას.
სტატია განსახილველად მიიღება მხოლოდ შესაბამისი დეპარტამენტის/დეპარტამენტების პროფესორის/პროფესორების წერილობითი რეკომენდაციის არსებობის შემთხვევაში.
რედაქციაში შემოსული სტატია ან მისი ნაწილი ჟურნალში მიღებამდე არ უნდა იყოს გამოქვეყნებული ან/და სხვა გამოცემაში დასაბეჭდად წარდგენილი. პლაგიატის აღმოჩენის შემთხვევაში, ნაშრომი ავტომატურად მოიხსნება განხილვიდან და ავტორის მიერ მოწოდებული სხვა ტექსტები შემდგომში აღარ მიიღება. ერთ ნომერში შეიძლება გამოქვეყნდეს სტუდენტის მიერ ინდივიდუალურად ან თანაავტორობით შესრულებული ერთი სტატია.
რედაქცია გამოსაქვეყნებლად მიიღებს მინიმუმ 2500 სიტყვამდე მოცულობის ტექსტს.
ჟურნალში წარმოდგენილი სტატია გაივლის შიდა რეცენზირებას საუნივერსიტეტო სივრცის შესაბამისი დარგის პროფესორთან.
სტატიები მიიღება 2017 წლის 15 დეკემბრის ჩათვლით, ელექტრონულ ფოსტაზე:
sjss@tsu.ge.
დაგვიანებით ან მითითებული ინსტრუქციის გათვალისწინების გარეშე გამოგზავნილ ნაშრომები არ მიიღება.
საკონტაქტო პირები:
თეონა მატარაძე
ტელეფონი : 599 16 79 76
თეონა თაბუაშვილი
ტელეფონი : 558 000 689