თსუ საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტი აცხადებს კონკურსს თსუ ჰუმანიტარულ, ზუსტ და საბუნებისმეტყველო, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა, ეკონომიკისა და ბიზნესის და იურიდიული ფაკულტეტების ბაკალავრიატის II და III სასწავლო წლის და მაგისტრატურის პირველი კურსის სტუდენტებისთვის სალერნოს უნივერსიტეტში (
www.unisa.it) ერთი სემესტრით სწავლის უფლების მოსაპოვებლად.
შესარჩევ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელი პირობაა იტალიური ენის ცოდნა.
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ:
- ბიოგრაფია/CV (ქართულ და იტალიურ ენებზე)
- მოტივაციის წერილი (იტალიურ ენაზე, 3 ეგზემპლარად)
- აკადემიური მოსწრების ფურცელი (ქართულ ენაზე, დეკანატის ბეჭდითა და შესაბამისი ხელმოწერით დამოწმებული)
- რეკომენდაცია (ქართულ ენაზე)
- ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ
- პასპორტის ასლი
მიმღები უნივერსიტეტი კონკურსში გამარჯვებულ სტუდენტებს სთავაზობს მომსახურების შემდეგ პაკეტს:
- უფასო სწავლა
- ოთახი საუნივერსიტეტო საერთო საცხოვრებელში
- სტიპენდია
საბუთების მიღების ბოლო ვადაა: 2013 წლის 12 დეკემბერი 12 საათი
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად და საბუთების ჩასაბარებლად მიმართეთ ლელა კაცაძეს საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტში (თსუ მეორე კორპუსი, მეორე სართული, ოთახი 204, ტელ: 2 25 02 12).
შენიშვნა: დაგვიანებული ან/და არასრული განაცხადები არ მიიღება!