2012-01-06
შვედეთის მთავრობის სტიპენდიები
შვედეთის პარლამენტის მიერ მიღებული კანონის შესაბამისად შვედეთში უმაღლესი განათლების მიღება ევროკავშირის არაწევრი ქვეყნებისთვის ფასიანი გახდა. ”შვედურმა ინსტიტუტმა” შეიმუშავა ახალი სასტიპენდიო პროგრამა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებისთვის, ე.წ. ”ბალტიის ზღვის” რეგიონის პროგრამა (Baltic Sea region Program/Visby Program). პროგრამა მოიცავს 2010-2013 წლის სასწავლო წლებს სამაგისტრო დონეზე. სტიპენდიის მოპოვების შემთხვევაში ”შვედური ინსტიტუტი” აფინანსებს უმაღლეს სასწავლებელში სწავლის, ქვეყანაში ცხოვრების, ჯანმრთელობის დაზღვევის და შვედეთში მგზავრობის ხარჯებს. განაცხადების შეტანა შვედურ უმაღლეს სასწავლებლებში ხდება 1 დეკემბრიდან 2012 წლის 31 იანვრამდე ვებ გვერდის www.universityadmissions.se მეშვეობით, სადაც მოცემულია შვედური ინსტიტუტებისა და სამაგისტრო პროგრამების ჩამონათვალი. აღნიშნულ ვებ-გვერდზე აპლიკაციის შეტანის შემდეგ, სტუდენტს შეუძლია განაცხადის გაკეთება ”ვისბის პროგრამის” სტიპენდიის მოსაპოვებლად. დეტალური ინფორმაცია შვედეთში სწავლისა და სტიპენდიის მოპოვების პროცედურის შესახებ განთავსებულია ვებ-გვერდზე www.studyinsweden.se. გარდა სამაგისტრო პროგრამისა ”შვედური ინსტიტუტი” სტიპენდიებს სთავაზობს საქართველოს წარმომადგენლებს სადოქტორო პროგრამებზე (http://www.studyinsweden.se/Scholarships/SI-scholarships/Visby-Program/PhD-and-post-doqtoral-studies/).
დეტალური ინფორმაციისთვის აგრეთვე შეგიძლიათ იხილოთ დანართი და ვებ-გვერდი: http://www.mes.gov.ge/content.php?id=218&lang=geo.
დეტალური ინფორმაციისთვის აგრეთვე შეგიძლიათ იხილოთ დანართი და ვებ-გვერდი: http://www.mes.gov.ge/content.php?id=218&lang=geo.
« იხ. ყველა სიახლე