ექვთიმე თაყაიშვილის 150 წლისთავისადმი მიძღვნილი ფოტო-დოკუმენტური გამოფენა


18 ნოემბერს თსუ მუზეუმში გაიმართა აკადემიკოს ექვთიმე თაყაიშვილის - წმიდა ექვთიმე ღვთისკაცის დაბადებიდან 150 წლის იუბილისადმი მიძღვნილი ფოტო-დოკუმენტური გამოფენა, რომელზეც წარმოდგენილი იყო ფოტო-დოკუმენტური  და მემორიალური მასალა ექვთიმე თაყაიშვილის მრავალმხრივი სამეცნიერო და საზოგადოებრივი მოღვაწეობის შძესახებ. გამოფენის მოწყობაში თსუ მუზეუმთან ერთად მონაწილეობა მიიღო საქართველოს ეროვნულმა არქივმა, ხელნაწერთა ეროვნულმა ცენტრმა და საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ბიბლიოთეკამ.