2019-05-31
ახალგაზრდა არქეოლოგთა XI საერთაშორისო კონფერენცია ვარძიაში
31 მაისიდან 4 ივნისამდე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის არქეოლოგიის სასწავლო-კვლევითი ინსტიტუტის ორგანიზებით ვარძიაში ახალგაზრდა არქეოლოგთა XI საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება. კონფერენცია არქეოლოგიის ერთ-ერთ ფუძემდებელს პიტ რივერსს ეძღვნება.
გასულ წელს, თსუ-მ ამ კონფერენციაზე უმასპინძლა 24 ინსტიტუციის 66 წარმომადგენელს. ვარძიის ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია ხელს უწყობს სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელ ახალგაზრდა არქეოლოგთა შორის კონტაქტების დამყარებას, მათი კვლევების პოპულარიზაციას მსოფლიო სამეცნიერო ბაზარზე და შესაბამისად ქართველი სტუდენტი-არქეოლოგების საერთაშორისო სივრცეში ინტეგრაციას.
კონფერენციის მსვლელობის დროს, გარდა მოხსენებებისა, გაიმართება დისკუსიები არქეოლოგიასა და მომიჯნავე დარგებში განხორციელებული კვლევების შესახებ, დაისახება სამეცნიერო პრობლემათა გადაწყვეტის გზები.
მისამართი: ვარძიის სამონასტრო კომპლექსი