2014-06-04

თანამშრომლობის მემორანდუმი თსუ-სა და იუსტიციის სასწავლო ცენტრს შორის

4 ივნისს, 12.00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება. მემორანდუმს ხელს თსუ რექტორი, აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა და იუსტიციის სასწავლო ცენტრის ხელმძღვანელი ეკატერინე მრულიშვილი მოაწერენ.

ხელშეკრულების თანახმად,  მხარეები განახორციელებენ ერთობლივ, მათ შორის საგანმანათლებლო ხასიათის პროგრამებს, რომელიც აკადემიური ხარისხის მინიჭებასთან არის დაკავშირებული. ამასთან, ერთობლივად განახორციელებენ ტრენინგებს სამართლებრივი კვლევების, სამართლის პოპულარიზაციის, საგანმანათლებლო საქმიანობის, სტუდენტებისა და იურისტების პროფესიული განვითარების ხელშეწყობისათვის.

მისამართი: ი. ჭვჭავაძის გამზ.1, თსუ პირველი კორპუსი, აუდიტორია № 107

« იხ. ყველა ანონსი