2019-11-19
ემზარ ჯგერენაიას ლექცია-დისკუსია თემაზე: „საქართველო ევროპისა და აზიის გზაგასაყარზე"
19 ნოემბერს, 14:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება სოციოლოგ ემზარ ჯგერენაიას ლექცია-დისკუსია თემაზე: „საქართველო ევროპისა და აზიის გზაგასაყარზე“.
საჯარო ლექცია ტარდება პროექტის „საქართველოს ახალგაზრდობის მრავალფეროვნებისა და ტოლერანტობისათვის მომზადება“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს ორგანიზაცია სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრი - CCIIR. პარტნიორი ორგანიზაციები არიან: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი. დონორი ორგანიზაცია - ეუთოს ეროვნულ უმცირესობათა უმაღლესი კომისრის ოფისი (OSCE HCNM).
მისამართი: ი.ჭავჭავაძის გამზირი, თსუ პირველი კორპუსი, აუდიტორია N115
« იხ. ყველა ანონსი