2019-04-12

ეთნოლოგიის დღე თსუ-ში

12-13 აპრილს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის ეთნოლოგიის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტი ატარებს ეთნოლოგიის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებათა ციკლს.

12 აპრილს, 15:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის, კორნელი  კეკელიძის  სახელობის  ხელნაწერთა  ეროვნული ცენტრის, გიორგი  ლეონიძის  სახელობის  ლიტერატურის  მუზეუმისა და საქართველოს ეროვნული არქივის მონაწილეობით გაიხსნება საქართველოს საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოების  მოღვაწეობისადმი მიძღვნილი გამოფენა (მისამართი: ი. ჭავჭავაძის 1, თსუ I  კორპუსი, III  სართული, მუზეუმის საგამოფენო დარბაზი).
12 აპრილს 16:30 საათზე შედგება სამეცნიერო სესია (მისამართი: ი. ჭავჭავაძის 1, თსუ I კორპუსი, მარო მაყაშვილის სახელობის მცირე სამკითხველო დარბაზი, თსუ  ბიბლიოთეკა).
13 აპრილს 11:00-15:00 საათზე ჩატარდება სტუდენტთა სამეცნიერო სესია (მისამართი: ი. ჭავჭავაძის 1, თსუ  I  კორპუსი, მარო მაყაშვილის სახელობის მცირე სამკითხველო დარბაზი, თსუ  ბიბლიოთეკა).


« იხ. ყველა ანონსი