2019-04-04

კონფერენცია „გამოყენებითი ბიომეცნიერებები და ბიოტექნოლოგია - 2019“

4 აპრილს, 10.00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიხსნება სამეცნიერო კონფერენცია, რომელიც რომელიც „მე-2 საერთაშორისო სამეცნიერო სკოლა-კონფერენციის „გამოყენებითი ბიომეცნიერებები და ბიოტექნოლოგია - 2019“ ფარგლებში იმართება.  
კონფერენციაში მონაწილეობას იღებენ საქართველოსა და მსოფლიოს წამყვან ინსტიტუტებსა და კვლევითი ცენტრებში მოღვაწე ქართველი და უცხოელი მეცნიერები, აგრეთვე, ქართული სამეცნიერო-კვლევითი ორგანიზაციების წარმომადგენლები, ქართული უნივერსიტეტების სტუდენტები. 

კონფერენციაზე ქართველი და უცხოელი მეცნიერები დამსწრე საზოგადოებას გაუზიარებენ საკუთარ გამოცდილებას და ისაუბრებენ თანამედროვე ბიოტექნოლოგიის პრაქტიკულ ასპექტებსა და პერსპექტივებზე. კონფერენციის ფარგლებში გაიმართება სტუდენტური სესია, სადაც ახალგაზრდა მეცნიერები  წარმოადგენენ სასტენდო მოხსენებებს.  კონფერენცია, რომელიც 5 აპრილამდე გაგრძელდება, თსუ-ს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის  ორგანიზებითა და შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით იმართება.   
ღონისძიების პარტნიორი ორგანიზაციებია: საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორია, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი და საქართველოს ბიოტექნოლოგიის ასოციაცია.  

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ პირველი კორპუსი, სააქტო დარბაზის ფოიე.



« იხ. ყველა ანონსი