2014-06-06
მასწავლებელთა II კონფერენცია
6 ივნისს, 12.00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პედაგოგიკის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტი მართავს მასწავლებელთა II კონფერენციას -
უნივერსიტეტი სკოლას - სკოლა უნივერსიტეტს (სწავლებისა და განათლების პრობლემები).
კონფერენცია მიზნად ისახავს უმაღლეს და საშუალო სკოლას შორის აკადემიური ურთიერთობების განვითარებასა და გაღრმავებას; მონაწილეებს შორის ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს სწავლების ხარისხის გაზრდას როგორც საშუალო, ისე უმაღლეს სკოლაში და განავითარებს პედაგოგიკის მეცნიერების თეორიასა და პრაქტიკას; განათლების სპეციალისტების, საუნივერსიტეტო პროფესიული საზოგადოებისა და საშუალო სკოლის მასწავლებლების მიერ თანამედროვე საგანმანათლებლო პროცესებისას განსაზღვრული სასწავლო მიზნების სირთულეებისა და პრობლემების ანალიზს; პროფესიული საჭიროებების გათვალისწინებით, პრობლემური საკითხების დასმასა და კონკრეტული ნაბიჯების დასახვას სამომავლო ურთიერთთანამშრომლობის გზებისა და ფორმების შემუშავების მიზნით.
კონფერენცია 7 ივნისს დასრულდება.
მისამართი: ქუთაისი, ნიკეას II შესახვევი №8
« იხ. ყველა ანონსი