2020-01-21

საერთაშორისო სემინარი „ბიზნეს და სამეცნიერო ეთიკა“

21 იანვარს, 13.00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის ბიზნესისა და ახალი ტექნოლოგიების ცენტრისა და AUF-ის (ფრანკოფონის საუნივერსიტეტო სააგენტო) თანამშრომლობით გაიმართება სემინარი და პანელური დისკუსია თემაზე - "ბიზნეს და სამეცნიერო ეთიკა".
ღონისძიებას გახსნიან თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე და ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის დირექტორი ირაკლი ღარიბაშვილი.

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. N1, პირველი კორპუსი, 101-ე აუდიტორია. 

« იხ. ყველა ანონსი