2010-03-05
ჯანმრთელობის დაზღვევა თსუ–ის თანამშრომლებისათვის
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და სადაზღვევო კომპანია ,,GPIH”-ს შორის გაფორმდა თანამშრომლობის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც თსუ საშტატო განრიგით გათვალისწინებული პერსონალი, მრჩეველთა საბჭოს წევრები და გაცვლით პროგრამაში მონაწილე სტუდენტები 2010 წლის 1 მარტიდან ისარგებლებენ ჯანმრთელობის დაზღვევით. მომსახურების საფასური ანაზღაურდება თსუ ბიუჯეტიდან.სურვილის შემთხვევაში, ხელშეკრულებით მოწვეულ პერსონალს შეუძლია ისარგებლოს აღნიშნული პაკეტით, რისი საფასურიც დაიქვითება ხელფასიდან. მსურველებმა არა უგვიანეს 22 მარტისა უნდა გაიარონ რეგისტაცია პერსონალის მართვის დეპარტამენტში.
ოჯახის წევრების დაზღვევის ან გაუმჯობესებული პაკეტის (GPIH-B) შეძენის შემთხვევაში მსურველები იხდიან დამატებით თანხას.
ძირითადი სადაზღვევო პროგრამა (GPIH –A) მოიცავს შემდეგი სახის მომსახურებას: