2019-10-01

საჯარო ლექცია და მრგვალი მაგიდის ფორმატის დისკუსია - „შეზღუდულ სახელმწიფოებრიობასა და სადავო წესრიგს შორის"

1 ოქტომბერს, 10:00 საათზე, საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის (GIP) ორგანიზებით, ივ. ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი უმასპინძლებს საჯარო ლექციასა და მრგვალი მაგიდის ფორმატის დისკუსიას -  „შეზღუდულ სახელმწიფოებრიობასა და სადავო წესრიგს შორის: როგორ გავაძლიეროთ საზოგადოებრივი მედეგობა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში“.  
საჯარო ლექციას - „ლიბერალური საერთაშორისო წესრიგის შიდა წინააღმდეგობები - აშშ-ისა და ევროპის შედარება“ - გაუძღვებიან პროფ. ტანია ბერცელი და პროფ. თომას რისე.  დოქტ. ბერცელი არის პოლიტიკის მეცნიერების პროფესორი და ბერლინის თავისუფალი უნივერსიტეტის, ოტო-ზურის პოლიტიკის მეცნიერების ინსტიტუტის ევროპული ინტეგრაციის მიმართულების ხელმძღვანელი. 
პროფ. რისე არის ტრანსნაციონალური ურთიერთობების, საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის ცენტრის დირექტორი, ბერლინის თავისუფალი უნივერსიტეტის ოტო-ზურის პოლიტიკის მეცნიერების ინსტიტუტში. 
მრგვალი მაგიდის ფორმატის დისკუსიას - „შეზღუდულ სახელმწიფოებრიობასა და სადავო წესრიგს შორის: როგორ გავაძლიეროთ საზოგადოებრივი მედეგობა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში“ - დაესწრებიან მოწინავე ევროპელი მკვლევრები, ასევე მკვლევრები საქართველოდან, უკრაინიდან და პოლონეთიდან. 
დისკუსიაში მონაწილეობას მიიღებენ - აგნეშკა ლეგუცკა (პოლონეთის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტი), მაქსიმ ბუგრი (უკრაინის საჯარო პოლიტიკის ინსტიტუტი), კორნელი კაკაჩია (საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი), ჰუბერტ ქნირში (გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში), ულრიკ ტიდესტრომი (შვედეთის ელჩი საქართველოსა და სომხეთში) და კარლ ჰარცელი (ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელი საქართველოში). დისკუსიას გაუძღვება შტეფან მაისტერი (ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის ოფისის დირექტორი).
ღონისძიების სამუშაო ენა - ინგლისური.


მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზირი N1. თსუ 1 კორპუსი, N107-ე აუდიტორია.
« იხ. ყველა ანონსი