ზამთრის საერთაშორისო ქართველოლოგიური სკოლა - 2020
26 თებერვალს, 14:00 საათზე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ზამთრის საერთაშორისო ქართველოლოგიური სკოლა – 2020-ის გახსნის ღონისძიება ჩატარდება. პროექტ ზამთრის საერთაშორისო ქართველოლოგიური სკოლა - 2020, დასკვნითი ეტაპი იმართება 26 თებერვლიდან 2 მარტის ჩათვლით დაბა კოჯორში (სასტუმრო „ვორონცოვებში“).
კონკურსის შედეგად შერჩეული მონაწილეები უცხოეთიდან (დიდი ბრიტანეთი, ავსტრია), საქართველოს სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლიდან (თსუ; ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი; ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტი; წმ. ანდრია პირველწოდების სახელობის ქართული უნივერსიტეტი; სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი) და სკოლებიდან (ქ. რუსთავის #13 საჯარო სკოლა; თბილისის პირველი კლასიკური გიმნაზია) 6 დღის განმავლობაში მოისმენენ თსუ-სა და სხვა უნივერსიტეტებიდან მოწვეული პროფესორების ძალიან საინტერესო ლექციებს: ზაზა შათირიშვილი (ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი) - ჭვრეტითი ცხოვრება პლატონურ ტრადიციაში, გიორგი ლობჟანიძე (თსუ) - სუფიზმი. შეხვედრები ქართულ ლიტერატურასთან, ლევან გორდეზიანი (თსუ), უძველესი ცივილიზაციები წინა აზიაში, მერაბ ღაღანიძე (თავისუფალი უნივერსიტეტი), აკაკის ფაუსტური პარაბოლა, ზაზა ხინთიბიძე (თსუ), ჰომეროსის „ილიადა“, ლევან გიგინეიშვილი (თსუ), გამოცხადებისა და ფილოსოფიის/დიალექტიკის შერწყმა შუა საუკუნეების ქრისტიანობაში, ზაალ ჩხეიძე (თავისუფალი უნივერსიტეტი) XX საუკუნის პოლიტიკური რომანი.
პროექტის მოდერატორები: ელგუჯა ხინთიბიძე, დარეჯან თვალთვაძე, თამარ პაიჭაძე.
პროექტის დასკვნითი ღონისძიება გაიმართება 2 მარტს, 13:00 საათზე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის I კორპუსში, 202-ე აუდიტორიაში - შეჯამდება პროექტის შედეგები, გაიმართება მონაწილეთა საუკეთესო ნამუშევრების პრეზენტაცია. სეზონური სკოლის მონაწილეებს გადაეცემათ შესაბამისი სერტიფიკატები. გამორჩეული ნაშრომების ავტორებს „ქართველოლოგიის მხარდამჭერთა საერთაშორისო ასოციაცია“ დააჯილდოებს ცნობილი ქართველოლოგის ჰაინც ფენრიხის სახელობის ფულადი პრემიით. პროექტი ხორციელდება „ქართველოლოგიის მხარდამჭერთა საერთაშორისო ასოციაციის“, თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის და თსუ სტუდენტური პროექტების გრანტის დაფინანსებით. პროექტის ხელმძღვანელი: ელგუჯა ხინთიბიძე, კოორდინატორები: თამარ მელიქიძე, ირმა მაკარაძე, სოფიო გულიაშვილი
მისამართი: ი.ჭავჭავაძის გამზ.N1. თსუ
VIII
კორპუსი,
220-ე აუდიტორია.