2019-12-25

სტუდენტური ლიტერატურული კონკურსის "შემოდგომის ლეგენდა 2019" დაჯილდოების საღამო

25 დეკემბერს, 19:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ლიტერატურული კონკურსის "შემოდგომის ლეგენდა 2019" დაჯილდების საღამო გაიმართება. 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და კომპანია „სილნეტის“ ერთობლივი პროექტი - სტუდენტური ლიტერატურული კონკურსი წელს მეთერთმეტედ ჩატარდა.  პროექტში მონაწილეობას საქართველოს მასშტაბით არსებული ყველა აკრედიტირებული უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტები იღებენ. კონკურსი ორ ეტაპად ხორციელდება,  წელს პირველ ტურში მონაწილეობა 300-მდე კონკურსანტმა მიიღო. 10 ფინალისტი შიდაშესარჩევმა ჟიურის წევრებმა გამოავლინა.
ლიტერატურული ჟიური 6 წევრისგან შედგება: მწერლები დათო ტურაშვილი, თეონა დოლენჯაშვილი, მაკა ლდოკონენი, ანა კორძაია-სამადაშვილი, ზაალ ჩხეიძე და კონკურსის შარშანდელი გამარჯვებული თეკლა ერემეიშვილი.
მონაწილეები ახალ ნაშრომებს ჟიურის მიერ შერჩეულ თემაზე „უჰ, მოვიდნენ გემებით“ თორმეტი საათის განმავლობაში ქმნიდნენ. კონკურსის საპრიზო თანხა სამ გამარჯვებულზე გადანაწილდება: I ადგილი - 1000 ლარი, II ადგილი - 700 ლარი და  III ადგილი - 500 ლარი.
10 ფინალისტის მოთხრობა სპეციალურ კრებულში დაიბეჭდება, რომელიც მოსულ სტუმრებს საჩუქრად გადაეცემათ.
 
მისამართი: ი.ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ I კორპუსი, მუზეუმი.

 

 
« იხ. ყველა ანონსი