2009-12-07

საფრანგეთის ელჩი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში - ეკოლოგიაში ახალი საბაკალავრო პროგრამის პრეზენტაციას დაესწრება

     7 დეკემბერს 13:30 საათზე  ივანე ჯავახიშვილის სახელობის  თბილსის სახელმწიფო უნივერსიტეტიში, თსუ-ის  და საფრენგეთის საელჩოს ორგანიზებით, ეკოლოგიაში - ახალი საბაკალავრო პროგრამის პრეზენტაცია შედგება. გამოიფინება პროფესორ არნოლდ გეგეჭკორის - “ეს არის საქართველო” და თენგიზ ურუშაძის - “2008 წლის ზაფხულის ეკოლოგიური აგრესია” ფოტოები.
   ღონისძიებას დაესწებიან უნივერსიტეტის რექტორი პროფესორი გიორგი ხუბუა, საფრანგეთის ელჩი საქართველოში ბატონი ერიკ ფურნიე, გარემოს დაცვისა და განათლების სამინისტროს წარმომადგენლები
       საბაკალავრო პროგრამის ხანგრძლივობა 4 აკადემიური წელია. ბაკალავრის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად  სტუდენტმა უნდა დააგროვოს 240 კრედიტი. დაგეგმილია უცხოელი პროფესორების მოწვევა და გაცვლითი  პროგრამები.
მის:  თბილსის სახელმწიფო ინივერსიტეტის II კორპუსი, გაეროს აუდიტორია # 331

« იხ. ყველა ანონსი