2019-12-05
თანამშრომლობის მემორანდუმი თსუ-სთან
5 დეკემბერს, 12.00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ა(ა)იპ - "ნიკე - თანამედროვე ხელოვნების განვითარებისათვის“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება. მემორანდუმს ხელს თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე და "ნიკე - თანამედროვე ხელოვნების განვითარებისათვის“ პრეზიდენტი ირინა კოხრეიძე მოაწერენ.
მემორანდუმის მიზანია ფონდის პროექტის ფარგლებში „ირა კოხრეიძის ინკლუზიური თეატრის“ და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამშრომლობა კულტურის, ინკლუზიური განათლების და ხელოვნების სფეროში, კერძოდ, ინკლუზიური სპექტაკლების გამართვის ხელშეწყობის მიმართულებით.
მისამართი: ი.ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ პირველი კორპ/, რექტორატი