2019-12-18

საზოგადოების ქართველ და ოს თვალსაჩინო წარმომადგენლებთან შეხვედრა

18 დეკემბერს, 17.00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართულ-ოსურ ურთიერთობათა სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი აწყობს საზოგადოების ქართველ და ოს თვალსაჩინო წარმომადგენლებთან შეხვედრას: თეიმურაზ მულდაროვი - ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, ცხინვალის სახელმწიფო თეატრის ყოფილი სამხატვრო ხელმძღვანელი; მერი გულარიძე -  პედაგოგი; გივი შაჰნაზარი, მწერალი, მთარგმნელი; თამარ ბურაშვილი - პედაგოგი; ნინო გახელაძე - პედაგოგი;  ია დავითაია - ექიმი ნეონატოლოგი; მზია ხეთაგური - პოეტი; მერი ცხოვრებოვა, მწერალი, მთარგმნელი. აქვე მოეწყობა გამოფენა - „ქართულ-ოსური ლიტერატურული ურთიერთობები“. 

მისამართი: თბილისი, ქეთევან წამებულის, 55. თსუ მეშვიდე კორპუსი.


« იხ. ყველა ანონსი