2019-06-14
აკადემიკოს ნინო ჯავახიშვილის მუზეუმის გახსნა
14 ივნისს, 17.00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ალექსანდრე ნათიშვილის მორფოლოგიის ინსტიტუტის ბაზაზე იხსნება აკადემიკოს ნინო ჯავახიშვილის მუზეუმი. გახსნაზე წარმოდგენილი იქნება აკადემიკოსის მოღვაწეობასთან დაკავშირებული ფოტომასალა, დიპლომები, სხვადასხვა დოკუმენტები, მისი ნახატები და პრეპარატები. გახსნას დაესწრებიან თსუ აკადემიკოსები და თსსუ წარმომადგენლები, ნინო ჯავახიშვილის ახლობლები, პროფესორები და სტუდენტები.
მისამართი: თბილისი, ბელიაშვილის N78, თსუ ალექსანდრე ნათიშვილის მორფოლოგიის ინსტიტუტის
მთავარი
კორპუსი, მე-2 სართული.
« იხ. ყველა ანონსი