2013-10-01

საერთაშორისო სემინარი ლიტერატურულ თარგმანში

1 ოქტომბერს, 09.30 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ინსტიტუტთაშორისი პარტნიორობის (თსუ – ჰაინრიხ ჰაინეს სახელობის დიუსელდორფის უნივერსიტეტი) ფარგლებში საერთაშორისო სემინარი გაიმართება თემაზე - ლიტერატურული თარგმანი.

სემინარი ცნობილი ქართველი მთარგმნელის დალი ფანჯიკიძის შემოქმედებას ეძღვნება. ღონისძიების ფარგლებში გაიმართება წიგნის პრეზენტაცია.

სემინარი 4 ოქტომბრამდე გასტანს.

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ პირველი კორპუსი, სააქტო დარბაზი




 

« იხ. ყველა ანონსი