2019-05-21

"კავკასიური მრავალფეროვნება - ფარაჯანოვი 95“.

21 მაისს, 14.00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება კულტურული მრავალფეროვნების დღისადმი მიძღვნილი კვირეულის შემაჯამებელი ღონისძიება:  "კავკასიური მრავალფეროვნება  - ფარაჯანოვი 95“. 

ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება კვირეულის ფარგლებში 1+4 პროგრამის სტუდენტების მონაწილეობით გადაღებული ფილმი: „ჩვენი ფარაჯანოვი“  (რეჟისორი ნინო გელოვანი). გაიმართება ასევე დისკუსია თემაზე: სერგო ფარაჯანოვი და მისი თბილისური მემკვიდრეობა“.

ღონისძიება ტარდება თსუ ახალგაზრდული ცენტრის ინიციატივით, პროექტის - „ტოლერანტობის,  სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის (PITA)” ფარგლებში (ხორციელდება გაეროს ასოციაციის  (UNAG)  მიერ,  ამერიკის განვიტარების სააგენტო ( USAID) მხარდაჭერით). 

მისამართი: ილია ჭავჭავაძის N1, თსუ, 1 კორპუსი, 202-ე აუდიტორია.

« იხ. ყველა ანონსი