2019-05-21
"კავკასიური მრავალფეროვნება - ფარაჯანოვი 95“.
21 მაისს, 14.00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება კულტურული მრავალფეროვნების დღისადმი მიძღვნილი კვირეულის შემაჯამებელი ღონისძიება:
"კავკასიური მრავალფეროვნება - ფარაჯანოვი 95“.
ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება კვირეულის ფარგლებში 1+4 პროგრამის სტუდენტების მონაწილეობით გადაღებული ფილმი: „ჩვენი ფარაჯანოვი“ (რეჟისორი ნინო გელოვანი). გაიმართება ასევე დისკუსია თემაზე: სერგო ფარაჯანოვი და მისი თბილისური მემკვიდრეობა“.
ღონისძიება ტარდება თსუ ახალგაზრდული ცენტრის ინიციატივით, პროექტის - „ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის (PITA)” ფარგლებში (ხორციელდება გაეროს ასოციაციის (UNAG) მიერ, ამერიკის განვიტარების სააგენტო ( USAID) მხარდაჭერით).
მისამართი: ილია ჭავჭავაძის N1, თსუ, 1 კორპუსი, 202-ე აუდიტორია.