2019-06-18
სამეცნიერო-პოპულარული ფილმის „4000“ საპრემიერო ჩვენება
18 ივნისს, 20.00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება სამეცნიერო-პოპულარული
ფილმის „4000“ საპრემიერო ჩვენება. ფილმი, რომელიც აკადემიკოს თინათინ ყაუხჩიშვილის 100 წლის იუბილეს ეძღვნება, ბერძნულ-ქართული ურთიერთობების ათასწლეულებზე მოგვითხრობს.
ფილმის რეჟისორია ნინო ყოლანდარია, პროდიუსერი - მედეა აბულაშვილი, ოფიციალური კონსულტანტია რისმაგ გორდეზიანი.
მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ პირველი კორპუსი, სააქტო დარბაზი.