2013-10-05

მრჩეველთა საბჭოს სხდომა თსუ-ში

5 ოქტომბერს, 12.00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში რექტორის მრჩეველთა საბჭოს განახლებული შემადგენლობის პირველი სხდომა გაიმართება.

თსუ რექტორის, აკადემიკოს ვლადიმერ პაპავას გადაწყვეტილებით, საბჭოს შემადგენლობაში არიან ცნობილი მეცნიერები: ნუგზარ ალექსიძე, თამაზ გამყრელიძე, გიორგი გოგოლაშვილი, მარიამ ლორთქიფანიძე, ჯემალ მებონია, შოთა ქისტაური, მზექალა შანიძე, ოთარ ჯაფარიძე, ლეო ჩიქავა და შოთა ცხოვრებაშვილი.

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ პირველი კორპუსი, რექტორატი

« იხ. ყველა ანონსი