2014-06-03

პორტუგალიის ეროვნული დღე თსუ-ში

3 ივნისს, 16.00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პორტუგალიის ეროვნულ დღესთან დაკავშირებით საზეიმო მიღება გაიმართება. ღონისძიებას თსუ რექტორი, აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა, პორტუგალიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თურქეთის რესპუბლიკაში ხორხე კაბრალი, პორტუგალიაში საქართველოს საპატიო კონსული კახა შარაბიძე, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები, სტუდენტები დაესწრებიან.

პორტუგალიის  ეროვნული დღის აღსანიშნავი ღონისძიება თსუ კამოეშის პორტუგალიური ცენტრის ორგანიზებით გაიმართება. ღონისძიებაზე თსუ კამოეშიც პორტუგალიური ენის ცენტრის ხელმძღვანელი ვერა პეიშოტო ცენტრის პრეზენტაციასა და ერთწლიანი მუშაობის ანგარიშს წარმოადგენს, გაიმართება პორტუგალიელი ფოტოგრაფების გამოფენა.

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. 3, თსუ მეორე კორპუსი, 203-ე ოთახი, თსუ კამოეშის პორტუგალიური ცენტრი

« იხ. ყველა ანონსი